Friday, September 19, 2014

Tuesday, March 12, 2013

Saturday, October 17, 2009


პროექტის სახელი
,,რუსთაველის თეატრი “


პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას და ფოტომასალას რუსთაველის თეატრის შესახებ. შეხვდებიან მსახიობებს, ჩაწერენ მათთან ინტერვიუს.მოძიებულ მასალაზე წარმოადგენენ პრეზენტაციას და სლაიდ შოუს.შექმნიან ელექტრონულ ჟურნალი

პროექტის სრული აღწერა
მოსწავლეები შეისწავლიან რუსთაველის თეატრის ისტორიას დაარსების დღიდან მოყოლებული დღემდე. გაეცნობიან თუ რამდენად დიდი წვლილი მიუძღვით ქართული თეატრის ისტორიაში ილია ჭავჭავაძეს და აკაკი წერეთელს და ახლებურად გაიაზრებენ მათ წვლილს ქართულ კულტურაში. გაეცნობიან უდიდესი ქართველი რეჟისორების კოტე მარჯანიშვილისა და ალექსანდრე ახმეტელის შემოქმედებას მათ როლს ქართული თეატრის ისტორიაში. ასევე გაეცნობიან და ინფორმაციას მოიძიებენ რუსთაველის თეატრის სცენაზე მოღვაწე სხვადასხვა პლეადის კორიფეებზე, დაათვალიერებენ თეატრის მუზეუმში დაცულ მასალებს, დაესწრებიან სპექტაკლებს , რეპეტიციებს, ჩაწერენ ინტერვიუებს თეატრში მომუშავე სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან.

მოიძიებენ ინფორმაციას:
• რუსთაველის თეატრის ისტორიული შენობის შესახებ -- ვინ და როდის ააგო შენობა და რა ცვლილებები განიცადა მას შემდეგ.
• მოიძიებენ ინფორმაციას რუსთაველის თეატრის თანამედროვე დასის შემადგენლობის შესახებ.

მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას თეატრის მაყურებლის შესახებ:
• რამდენად გაიზარდა ან დაიკლო მაყურებლის რაოდენობამ ბოლო 20 წლის განმავლობაში
• რა ასაკის მაყურებელი დადის ძირითადად თეატრში.
• რამდენად ხშირად ესწრებიან სპექტაკლებს მათი თანატოლები.

მოსწავლეებმა ჩაატარონ კვლევა თეატრში არსებული პრობლემების შესახებ:
• როგორია მსახიობთა სოციალური მდგომარეობა;
• თეატრის ტექნიკური ბაზა აკმაყოფილებს თუ არა თანამედროვე სტანდარტებს;

მონაწილეთა ასაკი:
15-16 წელი

ვადები / ხანგრძლივობა: 3-4თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:

  • პროექტის მიზნის გაცნობა;
  • საინიციატივო ჯგუფის შექმნა.
  • სამუშაო გეგმის შედგენა;
  • სამუშაო ჯგუფების შედგენა;
  • საქმიანობების განაწილება;
  • ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით;
  • არქივებში დაცული ვიდეო მასალის მოძიება ;
  • რუსთაველის თეატრის მუზეუმის დათვალიერება, ფოტო მასალის გადაღება;
  • სპექტაკლებზე დასწრება და მათ შესახებ რეცენზიის დაწერა;
  • რეპეტიციებზე დასწრება;
  • მსახიობებთან ინტერვიუს ჩაწერა;
  • თეატრში მომუშავე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისაგან ინფორმაციის მოძიება/ინტევიუს ჩაწერა(სცენოგრაფი, ქორეოგრაფი, მუსიკალური გამფორმებელი, კომპოზიტორი)
  • თეატრის ტექნიკურ პერსონალთან ინტერვიუს ჩაწერა;
  • ფოტო მასალის გადაღება;
  • შთაბეჭდილების გაზიარება;
  • მოძიებული მასალით პრეზენტაციის მომზადაბა;

მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას

  • პროექტში მონაწილე ბავშვებს თეატრალური ხელოვნების მიმართ გაუჩნდებათ ინტერესი და შემდგომშიც განაგრძობენ სპექტაკლებზე აქტიურად დასწრებას. ისინი გაიაზრებენ თეატრის უდიდეს როლს მე-19-ე საუკუნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მათ გამოუმუშავდებათ კვლევა- ძიების უნარი,მასალის დამუშავების უნარი, რესპოდენტთან ურთიერთობის, ინტერვიუს დაწერის უნარი,ინფორმაციის ანალიზის და მსჯელობის უნარი.
  • მოსწავლეები რუსთაველის თეატრის შესახებ შექმნიან ელექრტრონულ და ბეჭდურ ჟურნალებს, გააკეთებენ ბლოგს და ფოტო ალბომს, დაბეჭდავენ საინფორმაციო ბუკლეტებს და პროპაგანდას გაუწიევენ თეატრალურ ხელოვნებას თავიანთ თანატოლებში.
სარგებელი სხვებისთვის:
შეიქმნება სასწავლო რესურსი რომელიც გამოყენებულ იქნება სხვადასხვა სასწავლო მიზნებისათვის .

სამუშაო ენა:
ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არა

საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ლიტერატურა - მოსწავლეებს განუვითარდებათ წერის, საუბარის, დისკუსიის, პრეზენტაციის და ტექსტზე მუშაობის უნარები.
საინფორმაციო ტექნოლოგიები - კომპიუტერთან მუშაობა,ინტერნეტიდან ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, პრეზენტაციის მომზადება

პროექტის ფასილიტატორი: თამარ გოგოლაძე

ფასილიტატორის ელ.ფოსტა : tamunagogoladze@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://www.tamunagogoladze.blogspot.com/